Monday, September 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

      დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. შევქმენით პრეზენტაცია, დაგვრჩა ცალკეული დეტალები დასახვეწი რისი შესრულების შემდეგაც პორტფოლიოს ავტვირთავთ საკუთარ ბლოგზე დამოუკიდებლად. ბლოგის მეთოდიკა დღეს გავიმეორეთ. 
       ტრენინგი ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო, ბევრი რამ ვისწავლე ან კარგად დავიწყებული აღვიდგინე ... ვიმედოვნებ რომ ყოველივე ეს გამომადგება სამომავლოდ პედაგოგიურ პრაქტიკაში ... ნასწავლის საშუალებით გამიადვილდება ინტერნეტში მუშაობა.
        მადლობა ბატონ გიორგი ცინცაძეს საინტერესო ტრენინგისათვის!

Friday, September 12, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

   დღეს გავგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.
 განვიხილეთ აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები.
 ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები.
შევქმენით სტუდენტის ნაშრომი.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Wednesday, September 10, 2014

მეხუთე-მეექვსე დღის რეფლექსია

  1. მოვახდინეთ განვლილი მასალის გაამეორება.
   2. ვისწავლეთ ნამუშევრის ატვირთვა ინტერნეტში დრაიის საშუალებით, შემდეგ გაზიარება ბლოგით და გამოქვეყნება.
   3. შვისწავლეთ google.docs და google-ის პროგრამები ინტერნეტში სამუშაოდ.
   4. გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.
   5. დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა.
   6. დისკუსიის შედეგად შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
     ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, გამომადგება სამომავლოდ პედაგოგიურ მუშაობაში.

ბუკლეტი

აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩემი პროექტის ბუკლეტი.

მეხუთე დღის რეფლექსია

  ვივარჯიშეთ განვლილ მასალაზე, გადავიმეორეთ განვლილი მასალა. ბუკლეტებში შევიტანეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავასრულეთ ბუკლეტებზე მუშაობა.

Sunday, September 7, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

      გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ავითვისეთ ინტერნეტში მასალის მოძიება, სურათების ძიება და კომპიუტერში შენახვა. შევავსეთ ელექტრონული ფორმა. გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს და დავიწყეთ ჩვენს ბუკლეტზე მუშაობა, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განვიხილეთ ისინი და ავარჩიეთ ჩვენთვის სასურველნი.

Tuesday, July 22, 2014

პირველი-მესამე დღეების რეფლექსია

              გავეცანით ინტელის პროგრამის კურსს ”პროექტებით სწავლება”. გავიხსენეთ კომპიუტერული უნარ-ჩვევები. გავხსენით ელ. ფოსტა და პირადი ბლოგი.  შევისწავლეთ ბლოგში მუშაობა. შევქმენით საკუთარი პორტფოლიო და გავერკვიეთ როგორ ჩამოვტვირთოთ ინტერნეტიდან რესურსფაილები ჩვენს ახლადშექმნილ პორტფოლიოში. ავითვისეთ საიტების ძიება ინტერნეტში და დაბუკმარკება. გავეცანით პროექტთა ნიმუშებს, შევარჩიე მომავალი პროექტის თემა, განვიხილე და ჩამოვყალიბდი.